მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია 71 112 ფიზიკურმა პირმა წარადგინა - ვადა დღეს იწურება

6361050916bba
BM.GE
01.11.22 19:00
903
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე მონაცემებით, 71 112 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად გამოიყენოთ დისტანციური წვდომის შესაძლებლობა და დროულად წარადგინოთ 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

დეტალური ინფორმაცია, ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, ასევე, ვიდეო ინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2022 წლის დეკლარაციის წარდგენა


ქონების გადასახადის დეკლარაციის შევსების ინსტრუქცია იხილეთ აქ.

ვებგვერდის მეშვეობით ფიზიკური პირებისთვის საკუთარი შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე", - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.