19.აპრილი.2016 15:16
საზოგადოება

ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება

ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება
"ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
 
პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უხლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

26.მაისი.2019 15:00
296

აჭარის განათლების მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ვრცლად
26.მაისი.2019 14:38
87

კახა კალაძე: ერთიანი ძალისხმევით, შევძლებთ გადავლახოთ ის გამოწვევები, რაც ყველას გვაწუხებს

ვრცლად
26.მაისი.2019 13:08
98

პრემიერი: ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, ევროპული ტიპის სახელმწიფო

ვრცლად
26.მაისი.2019 12:57
80

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, საქართველო მალე გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი

ვრცლად
26.მაისი.2019 12:30
309

Feedc - ქართველების შექმნილი ახალი სოციალური ქსელი

ვრცლად
26.მაისი.2019 10:00
99

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ვრცლად