გლობალურად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაში არის საუბარი. სხვადასხვა შეფასების თანახმად, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი უცვლელი იქნება. შესაბამისად, იმ ზრდასრული მწეველების დიდი პოპულაციისათვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდნენ სიგარეტის მოწევას, უნდა არსებობდეს გონივრული არჩევანი, რომელიც მათ სიგარატებს ჩამოაცილებს.
აღსანიშნავია, რომ მზარდია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების, ექსპერტებისა თუ მთავრობების რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ პოტენციურად შემცირებული რისკის მქონე ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას მწეველებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის. იმ ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოთა შორის, რომელთაც გამოიჩინეს ინიციატივა აღიარონ უკვამლო პროდუქტების განსხვავებული ბუნება და მიიღონ რეგულაციები, რათა მწეველებს ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციასა და თავად ამ ნაკლებად მავნე და მეცნიერულად დადასტურებულ ალტერნატიულ პროდუქტებზე, აღსანიშნავია ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, იტალია. სხვა ქვეყნებმა, მაგალითად როგორიცაა ნორვეგია და ახალი ზელანდია, უკვე გამოხატეს საკუთარი მზადყოფნა ამავე მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისათვის.
„შვედეთის, ნორვეგიის და იაპონიის მაგალითები აჩვენებს, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში მწეველი ადამიანები სიგარეტის ალტერნატივას მოიხმარენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება მაშინ, თუ მათ ამ ნაკლები რისკის შემცველ პროდუქტებზე წვდომას გავუმარტივებთ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ფუნდამენტურად შევცვალოთ ჯანდაცვის ისტორიის კურსი“, - ამბობს ოტავის უნივერსიტეტის პროფესორმა, დევიდ სვეანორმა.
აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი საქართველოშიც აქტუალურია მოცემული რეალობიდან გამომდინარე. ამის თაობაზე ქართველმა ჯანდაცვის ექსპერტებმაც გამოხატეს ინიციატივა და თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებზე ისაუბრეს:
ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე BMG-სთან თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი მრავალი ტოქსიკური ნივთიერება წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რაც სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს.შესაბამისად, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, რომლებიც წვის პროცესის არ მოიცავს, გამოყოფს ნაკლებ მავნე ნივთიერებებს.
ამასთან, ნიშნიანიძის თქმით, საქართველოში თამბაქოს მოხმარება საკმაოდ მძიმე პრობლემას წარმოადგენს, ხოლო თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანონ ისეთმა ალტერნატიულმა პროდუქტებმა, რომლებიც, წვის პროცესს არ მოიცავენ და არ გამოყოფენ ტრადიციული სიგარეტის მსგავსად მავნე ნივთიერებებს. როგორც მაია ნიშნიანიძე ამბობს, ამაზე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) გადაწყვეტილებაც მეტყველებს.
“ჩემი აზრით, დღეს საქართველოში თამბაქოს მოხმარება საკმაოდ მძიმე პრობლემას წარმოადგენს და ამას ვამჩნევთ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს ირგვლივ, ასევე ამას მოწმობს ამდენი თამბაქოს მაღაზია და ჯიხური ყოველ ფეხის ნაბიჯზე.
ის ფაქტი, რომ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები წვის ნაცვლად იყენებს მისი გახურების ტექნოლოგიას, ადასტურებს, რომ სასუნთქ გზებში არ ხვდება წვის პროცესისგან გამოფრქვეული ტოქსიკური ნივთიერებები: როგორიცაა: კუპრი. აქედან გამომდინარე, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებით მავნე ნივთიერებების შემცველობა ერთმნიშვნელოვნად არის შემცირებული,"- ამბობს მაია ნიშნიანიძე.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის