მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის ექსპერტი: ყველაზე მაღალი განაკვეთით ყველაზე მავნებელი პროდუქტი უნდა იბეგრებოდეს

6093e4ceccb50
BM.GE
06.05.21 16:40
831
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) უწყებათაშორისი კომიტეტის წევრის, პროფესორ ჯასჯით აჰლუვალიას შეფასებით, იმისთვის, რათა მსოფლიოში თამბაქოს მიერ გამოწვეული ავადობები და სიკვდილიანობა შემცირდეს, აუცილებელია სახელმწიფოების საგადასახადო და აქციზის პოლიტიკა სხვადასხვა კატეგორიის საქონლის რისკის დონეს ეფუძნებოდეს.

ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რომ ყველაზე მაღალ რისკს ტრადიციული სიგარეტის მოხმარება შეიცავს - რადგანაც სიგარეტის წვის დროს დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, არაწვადი პროდუქტები კი ამ კონტენტრაციას მნიშვნელოვნად - 90%-ზე მეტად ამცირებენ. ჯასჯით აჰლუვალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ქვეყნის აქციზის განაკვეთი ითვალისწინებდეს ამ გარემოებას და თამბაქოს ნაწარმს მათი რისკის გათვალისწინებით ბეგრავდეს.

“თუკი შევხედავთ, ყველაზე მაღალი რისკი აქვს ტრადიციულ, ანუ წვად სიარეტებს - ეს პროდუქტები უნდა იბერებოდეს ყველაზე მაღალი განაკვეთით და უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეწყვიტოს მათი მოხმარება.

ამასთანავე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების პრიორიტეტი უნდა იყოს ინოვაციური ალტერნატიული პროდუქტების ხელშეწყობა. იმის რათა უფრო მეტი ახალი თაობის, შემცირებული რისკის პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.

სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სიმწვავით დგას ეს საკითხი, თუმცა იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა ქვეყანაში მეცნიერება არ არის რეგულაციების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი,”- აცხადებს ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, აშშ-ის თამბაქოს და სიგარეტის პრევენციის უწყებათაშორისი კომიტეტის წევრი ჯასჯით აჰლუვალია.

ამ მოსაზრებას იზიარებს ორგანიზაცია Action on Smoking and Health-ის ყოფილი დირექტორი კლაივ ბეითსი. მისი თქმით, თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს სწორი რეულატორული ჩარჩოს და კომუნიკაციის პირობებში ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლება შეუძლიათ.

“მაგალითად, თუკი შევხედავთ IQOS-ის გაყიდვებს იაპონიაში, მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრადიციული სიგარეტის გაყიდვები 3-4 წლის ვადაში დაახლოებით ერთი მესამედით შემცირდა, რაც კონკრეტული ბაზრისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან გარდაქმნას წარმოადგენს. შესაბამისად, როდესაც არსებობს ინოვაცია და სიგარეტის ალტერნატიული პროდუქტები ყოველწლიურად იხვეწებიან და უმჯობესდებიან, ამასთან არის გამჭვირვალე რეგულატორული გარემო, რომელიც მომხმარებლებთან სწორ კომუნიკაციას უწყობს ხელს, პროცესი საკმაოდ სწრაფად შეიძლება წარიმართოს,”- ამბობს კლაივ ბეითსი.