ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით არის წარმოდგენილი პარლამენტში.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასთან და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების დატანასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. შემოთავაზებული პროექტით ცვლილება შედის აღნიშნული კანონის მე-6 მუხლში, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება განთავსებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე (ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურად) და უნდა იყოს დაბეჭდილი თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე, არ უნდა იყოს დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი, შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მას არ უნდა მოსცილდეს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაშვებულ იქნა, სიგარეტის კოლოფზე დატანილი სამედიცინო გაფრთხილება არ აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, კოლოფზე დაბეჭდვის ნაცვლად, სტიკერი დაკრული იყოს გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე.
ამასთანავე, ამ სტიკერის დაკვრა შესაძლებელია განხორციელდეს საბაჟოს ტერიტორიაზე. დადგენილებას საფუძვლად დაედო უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა, საიდანაც საქართველოში შემოდის იმპორტირებული თამბაქოს დიდი ნაწილი, და საომარი ქმედებების გამო ვერ ხერხდება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულება.
„საქართველო რეგიონში და, არა მხოლოდ რეგიონში, არის გამორჩეული თამბაქოს კონტროლის ახალი მექანიზმების შემუშავებით, რამაც უკვე რეალურად მოგვცა შედეგი - მცირდება მწეველთა რაოდენობა. არგუმენტი, რომ უკრაინიდან საქართველოში შემოდის იმპორტირებული თამბაქოს 80 პროცენტი და იქ არსებულ ბიზნესს სიგარეტის კოლოფებზე სამედიცინო გაფრთხილებების დასაბეჭდად გადაწყობა ესაჭიროება, კომიტეტის წევრების აზრით, მისაღები არ არის“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის წევრებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს. დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საკითხზე პასუხისმგებელი უწყების წარმომადგენლები მოიწვიონ კომიტეტში, მიიღონ დასმულ კითხვებზე პასუხები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს