მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის კომიტეტმა ტიკარაძის კანონპროექტს მხარი, კლინიკების პოზიციების მოსმენის გარეშე დაუჭირა

5efb5438e39de
ინგა მურუსიძე
30.06.20 19:10
1121
პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტმა ტიკარაძის უწყების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით ისე უყარა კენჭი, რომ კლინიკების წარმომადგენლებს არ მოუსმინა.

სხდომა დღეს გაიმართა და კანონპროექტი მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა. სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის ოპოზიციური ნაწილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე და "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ითხოვდნენ, რომ კომიტეტზე ექიმებისთვის მოესმინათ, ვინაიდან ეს მინიმუმ კოლეგიალური იქნებოდა, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კლინიკების წარმომადგენლებს სიტყვა არ მისცა იმ არგუმენტით, რომ "რეგლამენტი დაირღვეოდა".

როგორც ხუნდაძემ განმარტა, კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე უკვე განხილული იყო და კენჭისყრამდე მისული პროექტის განსახილველად დაბრუნება რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. მან კობერიძე კომიტეტზე ექიმების განზრახ მიყვანაში და "პოლიტიკური ცირკის" მოწყობაშიც დაადანაშაულა.

საბოლოოდ, ჯანდაცვის კომიტეტმა, ექიმების მოსმენის გარეშე უყარა კენჭი და მიიღო პირველი მოსმენით კანონპროექტი, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, სამედიცინო სექტორის შემოწმებას ითვალისწინებდა, სასამართლოს ნებართვის გარეშე. ხუნდაძის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა დათქმით, რომ რეგულირების სააგენტო სამედიცინო სექტორზე კონტროლს კვლავ სასამართლოს ნებართვით განახორციელებს, თუმცა წინასწარი შეტყობინების გარეშე.