მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის კომიტეტში დიმიტრი ხუნდაძის 2 მოადგილის ვინაობა ცნობილია

5fd75ee104e78
თელარა გელანტია
14.12.20 16:46
1258
დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა ჩატარდა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა.

სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევნები გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, კომიტეტის თავჯდომარის წარდგინებით, აირჩიეს ვლადიმერ კახაძე, ხოლო მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით - ზაალ მიქელაძე.

„განსაკუთრებით დიდია პასუხისმგებლობა ჯანდაცვის კომიტეტისა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, ასე რომ, წინა ხაზს ჯანდაცვა, სოციალური თემატიკა წარმოადგენს და ამიტომ კომიტეტის მუშაობა იქნება პირდაპირ შემხებლობაში იმ უპირველეს და უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან, რომელთა წინაშეც დგას საზოგადოება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დებულება, რომლის მიხედვითაც, განისაზღვრა ახალარჩეული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში.