მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმები მოახერხებენ დაკარგული ნდობის აღდგენას

5e030b193097d
ინგა მურუსიძე
25.12.19 11:12
4055
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები მოახერხებენ დაკარგული ნდობის აღდგენას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრი მოხარულია, რომ სამედიცინო საზოგადოება გამოცოცხლდა და ამა თუ იმ საკითხზე ბევრი კამათი მიდის.

„მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გამოცოცხლებულია სამედიცინო საზოგადოება, ძალიან ბევრს ვკამათობთ, რაც ვთვლი, რომ იქნება იმის საწინდარი, რომ ჩვენი ჯანდაცვა გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად იქნება იმ ხარისხის, რა მოთხოვნებიც აქვთ პაციენტებს ჩვენს მიმართ. იქნება ისეთივე სანდო, როგორიც დასავლეთის ქვეყნების ჯანდაცვა. ფიქსირდება, რომ გარკვეული წლების წინ დაიკარგა ნდობა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმები შეძლებენ და მოახერხებენ ნდობის აღდგენას. მე ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი ექიმების კვალიფიკაცია ნამდვილად უტოლდება დასავლეთის ექიმების კვალიფიკაციას და ამის დამტკიცებას შევძლებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.