25.დეკემბერი .2019 13:00

ჯანდაცვის მინისტრი - ყალბი Facebook-გვერდები რომ გვქონოდა, საკუთარი პიარისთვის გამოვიყენებდით

views 113
უკან

ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა ჯანდაცვის სამინისტროზე, ყალბი Facebook-გვერდები რომ გვქონოდა, საკუთარი პიარისთვის გამოვიყენებდით, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, არსებობდა სოციალურ ქსელში გვერდები, რომლებიც სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს პიარისთვის გამოიყენებოდა.

„ამის შესახებ მე ინფორმაცია არ მაქვს და თუ დააკვირდებით, რამდენი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა ჯანდაცვის სამინისტროზე და იმ პოზიტიურ 520-ე დადგენილებაზე, რომელიც ჩვენი სამინისტროს მხრიდან ხორციელდება, ალბათ დამერწმუნებით, რომ შევეცდებოდით, ყალბი Facebook-გვერდები გამოგვეყენებინა საკუთარი პიარისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პიარისთვის გამოიყენებოდა ეს გვერდები, ტიკარაძე პასუხობს, -„შესაძლოა, თუმცა მე არ ვიცი“.