მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში კორონავირუსის შემოტანის პრევენციისთვის ყველაფერი კეთდება

5e3a9c297a3c8
ინგა მურუსიძე
05.02.20 14:41
580

„ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოვახდინოთ  კორონავირუსის  შემოტანის პრევენცია“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფექცია მაინც  დაფიქსირდა, ქვეყანა მზადაა, პაციენტებს სწრაფი და ხარისხიანი გადაუდებელი დახმარება გაუწიოს.

„მინდა, საჯაროდ გადავუხადო მადლობა სამედიცინო პერსონალს, ეპიდემოლოგების მთელ გუნდს, ლუგარის ლაბორატორიის, ასევე  დაავადებათა კონტროლის სამსახურის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისა და აქტიური  თანამშრომლობისთვის. მოგეხსენებათ დღეიდან უკვე საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, კერძოდ კი ლუგარის ლაბორატორიას აქვს საშუალება ვირუსის  იდენტიფიცირება/დიაგნოსტირება მოახდინოს“, - აღნიშნა მინისტრმა.