13.აგვისტო .2021 21:36

ჯანდაცვის მინისტრი აჭარის ტურისტული ობიექტების ხელმძღვანელებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი აჭარის ტურისტული ობიექტების ხელმძღვანელებს შეხვდა
views 280
უკან

ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, აჭარაში ტურისტული და კვების ობიექტების მენეჯმენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე შეხვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა პროცესში სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას. ბოლო სამი დღის მონაცემებით, დაჯარიმდა 20-ზე მეტი და დაილუქა 10-მდე ბიზნეს ობიექტი.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მიმართვის შემდეგ, აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.