მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: ცნება - "საკმარისი საწოლები", ზოგადად, არ არსებობს

5fc4c73448ca6
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 14:48
674
"საკმარისი საწოლების რაოდენობა, ზოგადად, ასეთი ცნება არ არსებობს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გართულებული ჰოსპიტალიზაციის ცალკეული შემთხვევებზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის თქმით, როდესაც საუბარია ცალკეულ შემთხვევებზე, უმჯობესია თუ სახელი და გვარი იქნება ცნობილი, რათა  ზუსტად შეფასდეს, რა პირობები იყო პაციენტის ჰოსპიტალიზაციის პროცესის დროს. ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როგორ ხდება ქვეყნებში საწოლების მობილიზება.

„ყველა საწოლი, რომელიც გამოიყოფა იქნება დატვირთული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად, მსოფლიოში საწოლბრუნვა, ძირითადად, დეფიციტურია. ყველა ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველო, განსაზღვრავს დეფიციტის ნიშნულს, რომლის შემდეგაც იწყება საწოლფონდის დამატება. ეს ჰოსპიტალურ სექტორში 85%-იანი გადატვირთვაა, შემდეგ იწყება საწოლების დამატება. სხვა შემთხვევაში, ამას ჰქვია ქვეყანაში არსებული რესუსრსის არარაციონალური გამოყენება.

არც ერთ ქვეყანას არ აქვს მიზნად, რომ გამოიყენოს საწოლფონდის მაქსიმალური რაოდენობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩატარდეს პრევენციული ღონისძიებები, დაწესდეს შეზღდუვები, რომ მოხდეს საწოლების განტვირთვა და, ასევე, პრევენციულად ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა მინისტრმა.