ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდის მართვაში ისეთი კლინიკებიც ჩაერთვებიან, რომელთა ჩართვა აქამდე შესაძლებელი არ იყო. გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღემდე კოვიდის მიმღებად მხოლოდ მრავალპროფილური კლინიკები მოიაზრებოდა, თუმცა 15 ოქტომბრიდან პროგრამაში ჩართვას რეგიონებში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიც შეძლებენ, რისთვისაც სპეციალურ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ.
„ჩვენ კოვიდის მართვაში 30-ზე მეტი 40-მდე მრავალპროფილური კლინიკა გვყავს ჩართული, რადგან ვიცით, რომ კოვიდს მრავალგვარი გართულებები აქვს და მნიშვნელოვანი იყო, არჩევანი მრავალპროფილურ და მოცულობით საავადმყოფოებზე გაგვეკეთებინა. დღეს კი, უკვე იგეგმება სხვადასხვა სერვისების გადანაწილება სხვადასხვა საავადმყოფოებზე, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ სერვისის უწყვეტობა საქართველოს ნებისმიერ გეოგრაფიულ ერთეულში და იმ ექიმებისთვისაც, რომლებიც ვერ აგრძელებენ თავის საექიმო საქმიანობას იმის გამო, რომ სადაც ისინი იკავებდნენ თავის პოზიციებს, ის საავადმყოფოები კოვიდის მართვაში არიან ჩართული, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ სხვა საავადმყოფოებში და შესაბამისი სერვისები მოქალაქეებს სხვა ლოკაციებზე მიაწოდონ.
აქედან გამომდინარე, ჯანმთელობის ეროვნული სააგენტო 15 ოქტომბრიდან გახსნის პორტალს, სადაც კლინიკებს დარეგისტრირების საშუალება ექნებათ. შექმნილია კომისია, რომელიც დეტალურად გაივლის სერვისების უწყვეტობას და იმ ფინანსური ანაზღაურების კომპონენტსაც, რა ფინანსური ანაზღაურების ფარგლებშიც მიეწოდებათ ჩვენს მოქალაქეებს ეს მომსახურება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა, რომ კომისია ამ პროცესის ზედამხედველი იქნება.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?