მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ, ალბათ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია

5dde8682f17fc
თელარა გელანტია
27.11.19 18:19
3595
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე - არც სახელმწიფოსთვის და არც - პაციენტებისთვის.

ამის შესახებ მინისტრმა „იმედზე“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც მთავრობის 520-ე დადგენილების შინაარსზე და მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა.

„ვითარება იყო შემდეგი - საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რომელიც არ იყო გამჭვირვალე არც - სახელმწიფოსთვის და არც - პაციენტებისთვის. ბაზრის მოწყობის ასეთი მეთოდოლოგია, რა თქმა უნდა, არაერთ სხვა ქვეყანაში იყო, რომლებმაც ასევე უარი თქვეს. მაგალითად, აშშ-მა 70-იან წლებში უარ განაცხადა ამ პროგრამაზე... ძალიან მნიშვნელვანია რომ განვასხვავოთ ერთამენთისგან ფასების დადგენა და ფასების გათანაბრება; ჩვენ მოვახდინეთ, მხოლოდ ფასების დადგენა იმისთვის, რომ როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტებისთვის გამჭვირვალე ყოფილიყო თუ სად და რატომ მიდიოდა ეს თანხები. სწორედ ეს გახდა იმ ვნებათაღელვის გამომწევი, რაც მივიღეთ, რაზეც მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ, ალბათ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია ჩვენი მხრიდან ან არ იყო ახსნილი სათანადოდ იმ ცვლილების შესახებ, რაც ორ კვირაში არ დაგეგმილა. ასეთი რეფორმები ორი კვირაში არ იგეგმება“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან კობერიძის ინიციატივით, დღეს ექიმებმა, კლინიკების მენეჯერებმა და დარგობრივმა ასოციაციებმა დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.