მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი ექსპერტებს აკრიტიკებს - რითია უკმაყოფილო ეკატერინე ტიკარაძე?

5df9f595d6828
ინგა მურუსიძე
18.12.19 13:45
1649
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ არც ერთ ექსპერტს არ გასჩენია სურვილი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივების დანახვაში ჩართულიყო.

ამის შესახებ ტიკარაძემ ჯანდაცვის განვითარების საბჭოს პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ 2012 წელს, როცა ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას იწყებდა და მოეწყო განხილვა, ამაში რამდენიმე სამედიცინო ექსპერტი იყო ჩართული. პროგრამა 7 წელი საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებდა; მას შემდეგ არც ერთ ექსპერტს არ გასჩენია სურვილი, რომ ჩართულიყო საყოველთაო ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივების დანახვაში და ახალი გზების გამოვლენაში, თუმცა ახლა საზოგადოება ძალიან გააქტიურდა, რაც ძალიან კარგია არა მხოლოდ თითოეული დარგის განვითარებისთვის, არამედ თვითონ ჯანდაცვის სპეციფიკიდან გამომდინარე, სფეროს განვითარებისთვის. მოხარული ვარ, რომ შევძელით და ვიყავით კატალიზატორი იმისთვის, რომ ამდენად დიდი ინტერესი არის უკვე ჯანდაცვაზე და ეს აუცილებლად წაადგება როგორც დარგს, ისე - მოსახლეობასაც“, - განაცხადა ტიკარაძემ.