04.აპრილი .2020 13:54

ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ სამედიცინო ეკიპირების მარაგების შევსებაზე მუშაობენ

ჯანდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ სამედიცინო ეკიპირების მარაგების შევსებაზე მუშაობენ
views 806
უკან

"სახელმწიფო მუშაობს მარაგების შევსებაზე", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს სამედიცინო ეკიპირების მარაგებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორც ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ ახსენა, ამ ეტაპზე გვაქვს 2 კვირის მარაგი, მაგრამ მუდმივ რეჟიმში სახელმწიფო მუშაობს მარაგების შევსებაზე. აქედან გამომდინარე ის, რომ ჩვენი ექიმები უნდა იყვნენ სრულიად დაცულები, ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ყოველკვირეულად გვაქვს ახალი ხელშეკრულებები და შესაბამისად, მარაგებიც ყოველდღიურად ივსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსნებეთ, რომ თენგიზ ცერცვაძის თქმით, სამედიცინო ეკიპირების „რეზერვები არ არის საკმარისი“.

პრემიერი: სამედიცინო ეკიპირების მარაგები მუდმივად ივსება

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა