მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი კაფეებს, რესტორნებსა და სასტუმროებს მიმართავს

5f339e61663ca
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.20 11:52
2479
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ბიზნეს სექტორს, სადაც მოსახლეობის ნაკადები მაღალია, გაიდლაინების დაცვისა და შრომის ინსპექციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბიზნეს სექტორის ჩართულობა, სადაც ჩვენი მოსახლეობის ნაკადების დენადობა ყველაზე მაღალია. კაფეები, რესტორნები, სასტუმროები - მე მოვუწოდებ მათ, რომ უფრო აქტიურად ითანამშრომლონ შრომით ინსპექციასთან, განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაწერილია ჩვენი შრომის ინსპექციის გაიდლაინებში, ვინაიდან ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ასევე ჩვენს მოსახლეობას მოვუწოდებ, ამ პერიოდში როდესაც ისინი ისვენებენ, არის ეს მთის თუ ზღვის კურორტები, მიაქციონ ყურადღება და დაიცვან ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომელიც მნიშვნელოვანია კოვიდ-ინფექციისგან თავის დასაცავად“, - განაცხადა მინისტრმა.