ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი კლინიკების შემოწმების პირველად შედეგებზე საუბრობს.
საქმე ის არის, რომ ჯანდაცვის უწყების შესაბამისმა რგოლებმა სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს და როგორც მინისტრი ამბობს, „უკვე იკვეთება შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტობრივი ანგარიშგებების წარმოდგენა“.
„კლინიკების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოწესრიგდება მდგომარეობა და არ ვიქნებით თავდაჯერებულები, რომ მოქალაქეები მკურნალობენ უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფოსგან და ბიუჯეტიდან სწორად ხდება ანაზღაურება იმის მიხედვით, თუ რა პროცედურა და მკურნალობა ჩაუტარდა პაციენტს," - განაცხადა მინისტრმა „იმედის“ ეთერში.
მისივე თქმით, სამინისტროს აუდიტის სამსახური და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, პარალელურად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციების კონტროლის, სხვადასხვა პროტოკოლისა და გაიდლაინის შესრულების, პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების მართლზომიერებისა და ფინანსური მიმართულებით მონიტორინგს ახორციელებს.
"მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო, კოვიდის პერიოდში, სრულად უზრუნველყოფდა ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით, ნებისმიერი პაციენტის მკურნალობის თანხების ანაზღაურებას. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, უკვე იკვეთება ისეთი შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერად ხდებოდა ფაქტობრივი ანგარიშგებების წარმოდგენა და ასევე, რამდენიმე კლინიკაში იკვეთება, რომ არის ძალიან სამწუხარო და სავალალო მდგომარეობა ინფექციის კონტროლის კუთხით. ზოგიერთ კლინიკაში საერთოდ მოშლილია და სახეზე გვაქვს ის სისტემური პრობლემები, რაც სამწუხაროდ, კოვიდმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა.
ამიტომ იმ დატვირთულობის ფონზე, რაც კლინიკებს ჰქონდათ 2 წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ამ რეალობამდე ვართ დღეს მისული. მინდა დავაზუსტო ის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ აღნიშნული მონიტორინგი არ იქნება ერთჯერადი ხასიათის, ამას ექნება სისტემური სახე და ჩვენი თანამშრომლები მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე, კონკრეტულ ვადებში, ხელმეორედ მივლენ და შეამოწმებენ კლინიკებს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი