20.მარტი .2020 12:48

ჯანდაცვის მინისტრი მიმართავს ყველა მოქალაქეს, ვისაც ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსი აქვს

views 824
უკან

ჯანდაცვის მინისტრი მიმართავს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსის მატარებელია. ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკონ და ამის შემდეგ, სპეციალისტები გადაწყვეტენ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები ამა თუ იმ მოქალაქის შემთხვევაში.

"თუ თქვენ თვლით, რომ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გაქვთ ეჭვი, რომ შეიძლება გქონდეთ კორონავირუსი, პირველ რიგში, გამოიყენეთ ჩვენი ცხელი ხაზი, ვინაიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოხდეს ზუსტი დიაგნოსტიკა ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან.

ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენი სპეციალისტები დაგიკავშირდებიან და გადაწყვეტენ, თუ როგორ მოხდება თქვენი ტრანსპორტირება, ამა თუ იმ საავადმყოფოში და რა მეთოდები არის საჭირო იმისთვის, რომ დაცული იყოს თქვენი და იმ პერსონალის ჯანმრთელობა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.