მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს ნიღბების ინტენსიური ტარებისკენ მოუწოდებს

5ed4bf85ed169
თელარა გელანტია
01.06.20 12:42
981
„ჩვენი მოქალაქეებისგან მოვითხოვთ მკაცრად იყოს დაცული ყველა ის მოთხოვნა და ღონისძიება, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების კულტურად და წესად იქცა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, განაგრძონ და ინტენსიურად ატარონ ნიღბები საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.

„მხოლოდ მსგავსი ქცევა არის იმის გარატი, რომ ჩვენთან არ მოხდეს ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელება. ეს ალბათ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ასევე, ძალიან მნიშველოვანია, მედიასთან ინტენსიური მუშაობით მოქალაქეების ინფორმირება ყველა იმ ნორმის შესახებ, რაც ქვეყანაშია დაწესებული.

„ჩვენ, დღესდღეობით, ვაკვრიდებთ, რომ საზ.ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში ის მოლოდინიმ რაც იყო არ გამართლდა. მოქალქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომელიც არის. იმედია, ასე გავაგრძელებთ“, - თქვა მინისტრმა.