მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი მუშის დაღუპვის შემდეგ ჭიათურაში ჩავიდა

5da9a4230ef9f
BM.GE
18.10.19 15:36
823
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჭიათურაში იმყოფება. ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძემ დარკვეთის მაღაროში გარდაცვლილი მაღაროელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო მწუხარება გამოთქვა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ვითარებას ადგილზე გაეცნობა. ჭიათურაში უკვე ჩავიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, რომლებიც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლელვას ახორციელებენ.