მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი მზად არის მიმდინარე კვირაში პარლამენტში მოვიდეს - გაბუნია

5ef3020eb4003
ინგა მურუსიძე
24.06.20 11:48
727
ჯანდაცვის მინისტრი მზად არის, მიმდინარე კვირაში პარლამენტში მოვიდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტში, ჯანდაცვის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტზე მისვლის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

"დღევანდელი კომიტეტი მინისტრის აქ მოსვლას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება მოთხოვნას მისი კომიტეტში წარდგენის შესახებ, ამაზე პასუხი გაგეცით. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, ამ კვირაში მოვიდეს კომიტეტში და უპასუხოს შეკითხვებს მარეგულირებელთან და 520-ე დადგენილებასთან მიმართებაში. ჩვენ ველოდებით დროის დაზუსტებას, როდის ჩათვლის კომიტეტი მიზანშეწონილად ამ შეხვედრის დაგეგმვას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.