მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდება

6081694e95718
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.21 16:13
748
ჯანდაცვის მინისტრი რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრმა აღდგომის დღესასწაულის დღეებში მთავრობის მიერ დაწესებულ უქმე დღეებზე კონკრეტიკისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მომავალი კვირის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

„დაწესებულ უქმეებთან დაკავშირებით არაერთი მსჯელობაა თუ როგორ უნდა მოხდეს უქმეების დეტალური აღწერა, თუ რა ქცევითი მოთხოვნები უნდა დაწესდეს უქმეებზე. რადგან ეს გადაწყვეტილება საბჭოზე ერთობლივად უნდა მივიღოთ თავს შევიკავებ კონკრეტული რეკომენდაციებისგან და დაველოდები შემდეგ კვირაში საბჭოსთან ერთად გამოტანილ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საეკლესიო დღესასწაულებს დარწმუნებული ვარ როგორც გასულ წელს იდგა ეკლესია ხალხის და მთავრობის გვერდით, მათი მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ და დასძინა: „დაგეგმილია შეხვედრა პატრიარქთან“.

მინისტრის თქმით, ინფექციის გავრცელების მხრივ მესამე ტალღაში არ ვართ, თუმცა ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით.

„მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ვიმყოფებით საკმაოდ ციცაბო პერიოდში, როცა ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. ეს ყოველივე კი მოითხოვს იმ ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

კითხვაზე, რას ნიშნავს „ციცაბო პერიოდი“, მინისტრმა განმარტა, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება და უკვე კლასტერებზე დაკვირვება აღარ ხდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში უკვე ბრიტანული შტამი სტიმულირებს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა.