“თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება ონლაინ კლინიკების მართვის კუთხით, გყავთ საკმად კარგი, დატრეინინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები და დღეს დგას ის საკითხი, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს, მოქალაქეებს ერთობლივად ესაჭიროებათ გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად დატრეინინგებული ექიმები “- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სადაზღვეო კომპანიებს წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ წუთებში ხვდება.
შეხვედრის თემა კოვიდ-ინფექციის მართვის პროცესში მათ სისტემაში ჩართული ოჯახის ექიმებისა და არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაა.
“მდგომარეობა არ არის მარტივი და ადვილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სისტემა თავისი ორგანიზებულობით შეძლებს, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ ნამდვილად არის იმ ნდობის ღირსი, რაც მოსახლეობისგან გვაქვს.
რატომ დღეს სადაზღვეოები და რამ გამოიწვია თქვენი ჩართულობის აუცილებლობა უკვე კოვიდის კომპონენტში. თქვენ გაქვთ საკმაოდ კარგი გამოცდილება ონლაინ კლინიკების მართვის კუთხით, გყავთ საკმად კარგი, დატრეინინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები და დღეს დგას ის საკითხი, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს, მოქალაქეებს ერთობლივად ესაჭიროებათ გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად დატრეინინგებული ექიმები.
ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი მზაობა, მინდა ვისაუბროთ. უკვე გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც ძალიან ბევრ ხარვეზს, რომელიც რა თქმა უნდა გქვონდა იმის გამო, რომ ასეთი გამოცდილება საქართველოს არ ჰქონდა, ეს ყველაფერი დავაიდენთიფიცირეთ, ვთვლით, რომ ვაუმჯობესებთ ამას, მაგრამ თქვენი აზრი, გამოცდილება და დღეს უკვე ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ინფიცირებულების ნაწილი არის დაზღვეული და კორდინირებული მართვა ამ პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
შესაძლებლობები მინდა დააფიქსიროს თითოელმა თქვენგანმა, რესურსული თუ ინფრასტრუქტურული, ასევე რა კომპონენტებში შეიძლება და გჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება, ვინაიდან არ ვთვლით, რომ ეს მხოლოდ ცალხმრივად განკუთვნილი დახმარებაა და მზად ვართ იმ რესურსით, რაც გვაქვს და შეგვიძლია თქვენს გვერდზე ვიდგეთ. მინდა, რომ ეს შეხვედრა იყოს სამუშაო რეჟიმში, რომ დროულად მივიდეთ ქმედით ნაბიჯებამდე და გადაწყვეტილებებამდე “ - განაცხადა ტიკარაძემ.
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ