მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: სამედიცინო აღჭურვილობის მარაგების პრობლემა არ გვაქვს

5e9874457c573
სალომე მეცხვარიშვილი
16.04.20 19:03
868
არ ვიცი საიდან შეიძლება ფლობდნენ ექიმები ინფორმაციას, რომ დარჩენილია სამედიცინო აღჭურვილობის 10 დღის მარაგი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, სახელმწიფო და შესყიდვების სამსახური მუდმივ რეჟიმში ზრუნავს იმაზე, რომ მარაგები იყოს შევსებული და იყოს უწყვეტობა იყოს უზრუნველყოფილი.

“ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ შესყიდვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მარაგები მუდმივად ცვლადია, ვინაიდან ჩვენთან იცვლება როგორც პაციენტების რაოდენობა, ასევე Covid 19-ის ინფექციის მართვაში მონაწილე კლინიკების რაოდენობა და პერსონალის რაოდენობა. სახელმწიფო და შესყიდვების სამსაუხრი მუდმივ რეჟიმში ზრუნავს იმაზე, რომ მარაგები იყოს შევსებული და იყოს ყველანაირი უწყვეტობა უზრუნველყოფილი.

დღეს დამატებით ჩამოვიდა კიდევ 5 ათასი ტესტი, რომელიც დარიგდება შესაბამის კლინიკებში. არანაირი კრიზისი არ არის”,- აცხადებს ტიკარაძე.

შეგახსენებთ, ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაია სოლოღაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუკი რეკომენდაციებს არ დაიცავენ და სახლში არ დარჩებიან, მარაგები, მედპერსონალი და ადგილები აღარ ეყოფათ.