შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა გრძელდება, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ შესაბამის კითხვას.
მინისტრი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა სექტემბრიდან მიმდინარეობს.
„ჩვენ ვმუშაობთ შრომითი უსაფრთხოების კუთხით და ვთვლი, რომ სექტემბრის თვიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის შრომითი უსაფრთხოების კუთხით გადადგმული და ეს არ იქნება ბოლო ნაბიჯები, ვინაიდან მუშაობა გრძელდება და 2022 წლამდე სრულად მოვიცავთ იმ მიზნებს და გეგმებს, რომელიც არის დასახული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ც ნობისთვის:ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-მა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს პროფკავშირის კონფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას 36 მუშა დაიღუპა და 107 დაშავდა არასაკმარისი რეგულირების გამო.
როგორც Human Rights Watch-ი აცხადებს, მშრომელთა უფლებები და უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ორგანიზაციის რეკომენდაციაა, ქვეყანაში სამუშაო საათების რეგულირება განხორციელდეს.
"სუსტი რეგულაციები და ამის შედეგად მიღებული შრომითი პრაქტიკა, რომლებიც ხშირად პრიორიტეტულია წარმოების მიზნებისათვის, საფრთხეს უქმნის მუშების უსაფრთხოებას. მაგალითად, მანგანუმის ზოგიერთ მაღაროში მუშები მუშაობენ 12-საათიან ცვლებში მიწის ქვეშ, მათ შორის ღამის ცვლაშიც, ზედიზედ 15 დღის განმავლობაში, რაც ხშირად იწვევს მათ უკიდურეს გადაღლას და საბედისწერო შემთხვევებს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მაისში მაღაროში მომუშავე 2,500 მუშა 12 დღის განმავლობაში გაიფიცა უკეთესი სამუშაო პირობების და ხელფასის ზრდის მოთხოვნით.
Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათში არსებული ხარვეზების მოგვარების მიზნით (როგორიც არის ზეგანაკვეთური მუშაობა), მაგრამ აღნიშნული ცვლილებები პარლამენტისთვის განსახილველად ჯერ არ წარუდგენიათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის