მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: სპეც-უბნებზე ხმის მიცემის პროცესს შრომის ინსპექცია გააკონტროლებს

5f9d0d698185d
ელენე გოგბერაშვილი
31.10.20 11:08
730
მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის საშუალება აქვთ როგორც კლინიკებში, ისე იზოლაციასა და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, სპეც-უბნებში ყველა საჭირო რეკომენდაცია დაცულია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ამომრჩევლებს, მაქსიმალური ეკიპირებით არიან წარმოდგენილები.

მინისტრის თქმით, როგორც ეს ჩვეულებრივ საარჩევნო უბნებზე ხდება, სპეც-უბნებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობს კონტროლს შრომის ინსპექცია გაუწევს.

„შეიქმნა სპეც-უბნები და ცესკოს 22-დან 26 რიცხვამდე ვაწვდიდით იმ ადამიანების რიცხვს, ვინც ინფიცირდებოდნენ ან გადადიოდნენ იზოლაციაში. ამ პერიოდში ჩვენ მათ მივაწოდეთ 20 ათასი ადამიანის სია, რომლებიც არიან იზოლაციაში, 7 ათასამდე, ვინც ბინაზე გადის მკურნალობას, საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას იმ პერიოდში 3000-ზე მეტი ადამიანი, სასტუმროში კოვიდის მართვის კუთხით კი იყო 1400 პიროვნება.

შევქმენით შესაძლებლობა, ექიმებსაც ჰქონდოდათ საშუალება ადგილზე გაეკეთებინათ არჩევანი და ასეთი იყო 2800 პირი. შემდეგ, რაც მნიშვნელოვანია, ცესკომ მოგვცა საშუალება, დაკორექტირებულიყო სია იმ შემთხვევაში, როცა ადამიანებმა დატოვეს საკარანტინე სივრცე ან საავადმყოფო. იმის გამო, რომ მათ არ დაკარგვოდათ ხმის მიცემის უფლება, გამოჯანმრთელების საფუძველზე ვაძლევდით ცნობას. შესაბამისად, მათ უკვე საკუთარ საარჩევნო უბანზე შეეძლოთ არჩევნის გაკეთება.

დღის მანძილზე შრომის ისნპექცია მოახდენს მონიტორინგს როგორ მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი სპეც-უბნებზე ანუ რამდენად არის დაცული ჩვენი მითითება იმ სპეც-უბნებზე, სადაც ინფიცირებულები აძლევენ ხმას“, - განაცხადა „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა.