მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი WHO-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

61f510e267a18
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 11:21
554
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდნენ.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ის საკითხებია დასახელებული, რომელზე მხარეებმა შეხვედრის დროს ისაუბრეს.

„მხარეებმა Сovid-19-თან დაკავშირებით, არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს ვაქცინაციის კიდევ უფრო გააქტიურების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობაზე. განიხილეს მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით არსებული მექანიზმები და ამ პროცესში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩართულობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმას, ასევე არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.