მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 200-ლარიანი კომპენსაციების გაცემის პროცესში თაღლითობის შემთხვევები გამოვლინდა

5f3e2dfb9a20f
ინგა მურუსიძე
20.08.20 12:01
1034
„იყვნენ როგორც კერძო პირები, ასევე გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ ანაზღაურების სანაცვლოდ დახმრებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმ აპლიკაციის შევსებაში, რითაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ აპლიკაცია შეევსოთ“, - სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი თაღლითური სქემების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გამოვლინდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იყვნენ როგორც კერძო პირები, ასევე გარკვეული ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობდნენ ანაზღაურების სანაცვლოდ დახმრებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს იმ აპლიკაციის შევსებაში, რითაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ აპლიკაცია შეევსოთ. სწორედ ამას გამოეხმაურა ბატონი პრემიერი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეკულაციებისთვის იყენებენ იმ სიკეთეებს, რომელიც მიმართულია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, თავი აარიდონ მსგავს ქმედებებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მანვე მოქალაქეებს მიმართა, მიმართონ საზოგადოებრივ ცენტრებს, ლიბერთი ბანკის ფილიალებს და სხვა უწყებებს, სადაც აპლიკაციის შესავსებად სრულიად უფასოდ დაეხმარებიან.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ გამოვლინდნენ პირები, ვინც აპლიკაციის შევსებით ფინანსური ანაზღაურების მიღებას ცდილობდა.