მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შერჩეულ კანდიდატს პრემიერი დაასახელებს - ტიკარაძე

61bc3dc679c40
თელარა გელანტია
17.12.21 11:34
572
„ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე შერჩეულ კანდიდატს პრემიერი დაასახელებს“ - ასე უპასუხა დღეს ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახალი კადრის შერჩევას შეეხებოდა.

„ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც კი გვექნება, გუნდი გავასაჯაროებთ ერთობლივად... ამასთან დაკავშირებით პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას და შერჩეულ კანდიდატსაც ის დაასახელებს“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვას- „არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას მიესალმებით?“ - ეკატერინე ტიკარაძემ ასეთი პასუხი გასცა:

„პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ეს ადამიანი იქნება ჩემთვისაც მისაღები კანდიდატურა და მასთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - დასძინა ჯერ კიდევ მოქმედმა მინისტრმა.