მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეც განიხილება

61c7651c4635e
თელარა გელანტია
26.12.21 00:25
4943
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილეც განიხილება.

Bm.ge-ის ინფორმაციით, საუბარია ზურაბ აზარაშვილზე, რომელიც თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობს. უფრო ადრე კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს გენერალური დირექტორი იყო. ზურაბ აზარაშვილის სამუშაო გამოცდილებაში საფინანსო სფეროს ბევრი წელი უჭირავს - საბანკო კარიერა 2010 წელს თიბისი ბანკით დაიწყო და 2020 წელს „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის პოსტით დაამთავრა. 2003-2008 წლეში კი „ქართუ ბანკში“ მუშაობდა.

Bm.ge-ს ინფორმაციითვე, ჯანდაცვის ახალ მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 27 დეკემბერს წარადგენს.

ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლა 9 დეკემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა და იქვე თქვა, რომ მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებდა.

ამ დროის განმავლობაში, ყველაზე მსხვილი უწყების პირველი პირის პოსტზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის და „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის კანდიდატურები სახელდებოდა.