04.სექტემბერი .2019 18:06

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი - C ჰეპატიტის პროგრამაში არსებობდა ხარვეზები

views 893
უკან

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი ეკატერინე ტიკარაძე აღიარებს, რომ ცე ჰეპატიტის პროგრამის მიმდინარეობაში მათი მხრიდან გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული.

პარლამენტში კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემ აქცენტი არასაკმარის კომუნიკაციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მომავალში სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებია დაგეგმილი.

„ცე ჰეპატიტის პროგრამა გრძელდება. დღეისთვის უკვე 58 ათასი მოქალაქეა ჩართული და განკურნებული. პროგრამაში არსებობდა გარკვეული ხარვეზები და ეს იყო ცნობადობის ამაღლების კომპონენტში გარკვეული შეცდომები ჩვენი მხრიდან. არ იყო საკამრისი მარკეტინგული სვლები, ახლა მეტად გავაქტიურდით და ვთვლით, რომ პროგრამის ვადის ამოწურვამდე ის წარმატებულად განხორციელდება.“ - აღნიშნა ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა