04.მარტი .2020 13:11

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდუსტრიას დამცავი საშუალებების წარმოების 40%-ით გაზრდისკენ მოუწოდებს

views 268
უკან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოსალოდნელია, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო სამედიცინო დამცავი აღჭურვილობების დეფიციტის შექმნა და ფასების ზრდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვყნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსთან საბრძოლველად თვეში 89 მილიონი დამცავი სამედიცინო ნიღაბი და 76 მილიონი სამედიცინო ხელთათმანია საჭირო.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დამცავი საშუალებების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

სპეციალისტების განმარტებით, დამცავ საშუალებებზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია, წარმოების 40%-ით გაზრდა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, მთავრობებმა უფრო სწრაფად და ეფექტურად უნდა იმოქმედონ, რათა სამედიცინო დამცავი საშუალებების ექსპორტი არ შემცირდეს და სპეკულაციები შეწყდეს.