მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "სინოფარმის" ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა

60956158f1dae
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.21 19:34
1536
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საბჭომ სინოფარმის მიერ შექმნილ COVID-19-ის ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა, რის შედეგადაც ეს უკვე მეექვსე ვაქცინაა, რომელიც ამ ავტორიზაციას ფლობს. 

ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში არის საუბარი. 

"ამ შუადღით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ნებართვა გასცა პეკინის სინოფარმის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც მე-6 ვაქცინა გახდა, რომელმაც მიიღო WHO-ს მხრიდან დადასტურება, როგორც უსაფრთხომ, ეფექტურმა და ხარისხიანმა,"- ნათქვამია WHO-ს Twitter-ზე. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელიი 78.1%-ია.

სინოფარმის ვაქცინას ჩინეთის ეროვნული ფარმაცევტული ჯგუფი (CNPGC) აწარმოებს.

საქართველოში "სინოფარმის" ვაქცინის გამოყენება 4 მაისს დაიწყო. საქართველოში ამ ვაქცინის 100,000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა.

ქვეყანაში ამ დრომდე "ასტრაზენეკას", "ფაიზერის" და "სინოფარმის" ვაქცინებით 54,687 ადამიანი არის აცრილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1.5%-ია.