მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მთავარ პრობლემად მოსახლეობის 46% წამლების საფასურს ასახელებს

600e9d7c34517
BM.GE
25.01.21 14:58
714
აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის ეკონომიკური ნაწილის მიხედვით, გამოკითხულთა 46% საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად, მედიკამენტების ფასებს ასახელებს. 

მეორე ადგილზეა პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის გამოწვევები, რომელთაც ჯანდაცვის სისტემის მთავარ პრობლემად გამოკითხულთა 25% ასახელებს, კორონავირუსთან დაკავშირებით საავადმყოფოების ხელმისაწვდომობის გაუარესებას ჯანდაცვის მთავარ პრობლემად 16% ასახელებს. 

გამოკითხულთა 9% კი აცხადებს, რომ "ჯანდაცვის სისტემაში არ არის პრობლემები".