მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები?" – EPRC-ის დისკუსიას მართავს

5df7959ac17e2
თელარა გელანტია
17.12.19 09:00
1174
დღეს, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, რიგით მესამე დისკუსიაზე იმართება.

როგორც bm.ge-ის EPRC-დან აცნობეს, სადისკუსიო თემა ეძღვნება ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის ახალ ტალღას.

დისკუსია სახელწოდებით: „ჯანდაცვის რეფორმა - ახალი ინიციატივა: სწორი თუ მცდარი ნაბიჯები? სასტუმრო „თბილისი რუმსში“ (Event Room), 11:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის: 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო საზოგადოებას გააცნო ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა: „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა.“ აღნიშნული რეფორმა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.

რეფორმის ყველაზე ხმაურიანი ნაწილი აღმოჩნდა საქართველოს მთავრობის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის რიგ სერვისებზე ტარიფები გათანაბრდა.