ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრო ვერ მიჰყვება იმუნიზაციის საბჭოს რეკომენდაციას, რაც 18 წლიდან პირებისთვის ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებას გულისხმობს.
როგორც გაბუნია ამბობს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკას მიჰყვება, რომლებიც ვაქცინის მეოთხე დოზას [ბუსტერის მეორე დოზა] მხოლოდ 50 წელს გადაცილებულ პირების შემთხვევაში უწევენ რეკომენდაციებს.
„COVID-19-ის საწინააღმდეგო დამატებით ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით, აშშ-სა და ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მეორე ბუსტერ დოზა რეკომენდებულია 50 წლის ზემოთ და ქრონიკული დაავადების მქონე პირებში. 18 წლის ზევით პირებში, ჯერჯერობით, არცერთ ამ ორგანიზაციას, მეორე ბუსტერ დოზის უნივერსალურ გამოყენებაზე რეკომენდაცია არ გაუცია. შესაბამისად, საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო კვლავაც მიჰყვება იმ პროტოკოლს, რომლის თანახმად დამატებითი ბუსტერ დოზა რეკომენდირებული 50 წელს გადაცილებულ პირებში.
ასევე, იმ მოქალაქეებში, რომელთაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ და სამედიცინო პერსონალისთვის. გამონაკლისში შედიან ის პირები, [ასაკის მიუხედავად] რომელებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და მიმღები ქვეყანა მოითხოვს დამატებით ბუსტერ დოზას", - აცხადებს გაბუნია. დღეს ცნობილი გახდა, რომ იმუნიზაციის საბჭომ ბუსტერის მეორე დოზის გაკეთებაზე რეკომენდაცია გასცა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი