მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო: დღეიდან ჩინელებით დასახლებულ ადგილებში საინფორმაციო კამპანია იწყება

5e2ea34d4cd9a
ინგა მურუსიძე
27.01.20 12:50
2838
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საქართველოში აღრიცხულია ის ადგილები, დიდი ჩასახლებები, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და იქ ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები დაიწყება.

„დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოსახლეობის დასახლებები. ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს უკვე 15:00 საათზე ვიწყებთ გასვლებს. სწორედ ამ მშენებლობებზე ჩავლენ ჩვენი სპეციალისტები და იქ დასაქმებულებს დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ და რა სიმპტომები არ უნდა ჰქონდეთ.

ასევე, განემარტებათ, რომ ჩინეთში ყოფნიდან ორი კვირის განმავობაში თუ გამოჩნდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და მისი რეფერარი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მოხდება შესაბამისად დადგენა არის თუ არა დაავადება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება შემდგომი ქმედებებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება მედიკამენტს, აქვს თუ არა სახელმწიფოს მედიკამენტი იმ შემთხვევისთვის, თუკი დაფიქსირდება დაავადების შემთხვევა საქართველოში, გამყრელიძე ამბობს, რომ „სპეციალური მედიკამენტი არ არსებობს და დაავადების მკურნალობა ხდება ისე, როგორც ხდება ვირუსის შემთხვევაში, თუმცა ამ შემთხვევაში ყველა იმ ეპიდემილიოგიური წესის დაცვით, რომელიც გულისხმობს იზოლირებას, შესაბამისი დამცავი საშუალებებით მკურნალობას და ა.შ. მისივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი ქვეყანას აქვს და ამისთვის ქვეყანაში ყველანაირი მზაობა არსებობს.

მისივე თქმით, ჩინეთთან ფრენები შეჩერებულია, რეისები, ჯერჯერობით, გადადებულია, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არ არის რეკომენდირებული რაიმე სხვა სახის შეზღუდვის დაწესება, მათ შორის მოგზაურობის და ა.შ.

რაც შეეხება სომხეთის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ხორცპროდუქტების იმპორტი აიკრძალა ჩინეთიდან, გამყრელიძე ამბობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესებით, ეს რეკომენდირებული არ არის.