მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო ექიმების, ექთნების და სანიტრების სარეზერვო სიის ფორმირებას იწყებს

5eb94188d0f55
თელარა გელანტია
11.05.20 16:13
2012
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული პანდემიის მართვისთვის, სამინისტროში მიმდინარეობს ექიმების, ექთნების, ექთნის თანაშემწეებისა და სანიტრების სარეზერვო სიის ფორმირება, საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებებში და საკარანტინე სივრცეებში შემდგომი დასაქმების მიზნით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი მონაცემები: ავტობიოგრაფია (CV) და ტელეფონის ნომერი (დასაქმებითვის ხელსაყრელი მუნიციპალიტეტის მითითებით) გადმოაგზავნოთ ელ ფოსტაზე - medpersonnel@moh.gov.ge“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: რამდენიმე საათის წინ საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 638-ია, მათ შორის გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი.