მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო: გუშინდელი აქციის შედეგად სულ 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული

5dd3a31b99109
თელარა გელანტია
19.11.19 12:08
448
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინდელი აქციის შედეგად სულ 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 - სამართალდამცველი.

მისივე ცნობით, ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე.

კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული.

„სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.