მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო: სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს

5dd2c37357ecf
თელარა გელანტია
18.11.19 20:13
1218
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში სულ სამი პაციენტი გადაიყვანეს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნულია, დაშავებულთა შორის ერთი პოლიციელია.
 
„პოლიციელს ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები. ერთი 44 წლის მოქალაქე გულ-მკერდის არეში ტკივილით შეყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. მისი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამჟამად კვლევის პროცესშია. მესამე პაციენტი კი გადაყვანილია "ნიუ ჰოსპიტალსში" - 27 წლის მამაკაცი, რომელმაც ხალხის მასაში მოქცევის შედეგად გონება დაკარგა. მისი მდგომარეობა ასევე სტაბილურია“, - აცხადებენ სამინისტროში.