მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო: Stop Covid აპლიკაცია 232,659-მა მომხმარებელმა გადმოწერა

5fbce06d141c4
შოთა ტყეშელაშვილი
24.11.20 22:19
978
გაზაფხულზე მთავრობამ Stop Covid აპლიკაცია წარადგინა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დააფიქსირონ კოვიდ სტატუსი. მისი მეშვეობით, ადამიანებს შეუძლიათ გაიგონ ჰქონდათ თუ არა ინფიცირებულ პირთან კონტაქტი. სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნება ნებაყოფლობითია, ამასთანავე უცნობია აპლიკაციის რამდენი მომხმარებელი დაინფიცირდა COVID-19-ით და რამდენმა მათგანმა დააფიქსირა საკუთარი კოვიდ სტატუსი ამ სისტემის მეშვეობით. დღეს, როდესაც ყოველ 100,000 მოსახლეზე ახალი ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება, მოსახლეობისთვის იმ ინფორმაციის მიღება, რისი მიწოდებაც პოტენციურად ამ სისტემას შეუძლია განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

BMG-იმ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენმა ადამიანმა გადმოწერა საკუთარ სმარტფონში ეს სისტემა. სამინისტროს პასუხის თანახმად, ის ტელეფონში 232,659-მა მომხმარებელმა დააყენა (ანდროიდის 146 372; IOS-ის 90 967). 

ელექტრონული სისტემის შექმნა მთავრობას 412 ათასი ლარი დაუჯდა. როგორც სექტემბრის დასაწყისში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ BMG-ის განუცხადა, ამ სისტემას ბევრად მეტი სარგებელი მაშინ ექნებოდა, თუკი მას ბევრად მეტი ადამიანი ჩამოწერდა და მასში საკუთარ კოვიდ სტატუსსაც მიუთითებდა. 

ამის მიუხედავად, საგულისხმოა ფაქტი, რომ ამ აპლიკაციის პოპულარიზაციის კამპანიით მთავრობა ძირითადად გაზაფხულზე იყო დაკავებული.

როგორ მუშაობს აპლიკაცია: