20.სექტემბერი .2021 14:30

ჯანდაცვის სამინისტრო, სურვილის შემთხვევაში, ბიზნესს ამცრელ ბრიგადებს გაუგზავნის

ჯანდაცვის სამინისტრო, სურვილის შემთხვევაში, ბიზნესს ამცრელ ბრიგადებს გაუგზავნის
views 358
უკან

ჯანდაცვის სამინისტრო, სურვილის შემთხვევაში,  ბიზნესს ამცრელი ბრიგადებით მომსახურებას სთავაზობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაქცინაციის დაბალი ტემპისა და ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, მოსახლეობის მოცვის 60%-იან მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ აცრების ინტენსივობის გასაზრდელად რამდენიმე მიმართულებით გააქტიურება საჭირო იქნება და უწყება ბიზნესის მხრიდან ამცრელი ბრიგადების ინდივიდუალური მოთხოვნების განხილვასაც არ გამორიცხავს.

„ვაქცინაციის ტემპის შემცირება საყურადღებოა; ამდენად, მომდევნო დღეების განმავლობაში ყველა შესაძლო ზომის აქტივაცია მოხდება მათ შორის პირველადი ჯანდაცვის, საინფორმაციო კამპანიის დონეზე. თხოვნა მექნება - მედიასაშაუალებებმა მეტი დრო დაუთმონ ვაქცინაციის პრომოციას და დავეხმაროთ ყველა მოქალაქეს, ვისაც სურვილი აქვს, აცრა ჩაიტაროს და მეორე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ვაქცინაციაზე - დღეს კარგი ხელმისაწვდომობაა, მობილური ბრიგადები აგრძელებენ მოძრაობას და ვაქცინაციის პროცესით მოცვა საკმაოდ აქტიურია. ჩვენ შეგვიძლია დამატებით ინდივიდუალური მოთხოვნებიც კი განვიხილოთ. თუ რომელიმე ბიზნესს ურჩევნია, მობილური ბრიგადა იქ მივიდეს და ჩატარდეს აცრები, მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ და განვახორციელოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა