მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო TI-ს კვლევას ეხმაურება

5da08b8415ac5
BM.GE
11.10.19 17:55
1433
ჯანდაცვის სამინისტრო TI-ს კვლევას ეხმაურება, რომელიც საჯარო სექტორში დასაქმებული PR სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და მათ ანაზღაურებას ეხებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო პირველ ადგილზე მოხვდა იმ საჯარო უწყებების ათეულში, სადაც ყველაზე ბევრი PR-ის თანამრომელია დასაქმებული.

გთავაზობთ სამინისტროს განცხადებას უცვლელად:

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, 2018 წლის მონაცემებით, 73 თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ გამჭვირვალობის მიერ ანგარიშში დასახელებულ რაოდენობაში შედიან სახელმწიფო დაწესებულებების ცხელი ხაზის და საზოგადოებრივი მისაღების თანამშრომლებიც, რომლებიც ყოველდღიურ და რიგ შემთხვევებში 24 საათის განმავლობაში უწევენ მომსახურებას საქართველოს მოქალაქეებს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულია სულ 64 თანამშრომელი. დეპარტამენტი მოიცავს ორ სამმართველოს, მათ შორის ცხელ ხაზს.

1. მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 12 პირი;

2. ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო, სადაც დასაქმებულია - 52 პირი.
აქედან, ცხელ ხაზს ემსახურება - 39 პირი, მოქალაქეთა მისაღებს - 6 პირი, საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუნველყოფს - 3 პირი, ხოლო ღონისძიებების დაგეგმვის მიმართულებით დასაქმებულია - 3 პირი.

ამჟამად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს სტრუქტურული რეორგანიზაცია“,- ნათქვამია განცხადებაში.