მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო ვერ აკონკრეტებს, ვინ შეიძლება დაიწყოს პირბადეების წარმოება საქართველოში

5e5cd595a1558
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.20 14:34
1198
ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ კომპანიებზე პირბადეების წარმოების ნებართვა გასცა, - ამის შესახებ BM.GE-ის უწყებაში განუცხადეს.

სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ ვერც დროსმ რამდენ ხანში დაიწყება პირბადეების წარმოება და ვერც - რაოდენობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ კომპანიები თავად გააკეთებენ ყველაფერს, რაც საჭიროა.

„ზუსტად არ ვიცით პირბადეების რაოდენობა... ვერ გეტყვით; კომპანიებისთვის დავალება მიცემულია, რომ უზრუნველყონ მომარაგება, თუმცა რომელი კომპანიები აწარმოებენ პირბადეებს ამას კომერციული კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. პირბადეების წარმოება უახლოეს პერიოდში.. უახლოეს დღეებში მოხდება... ყველაფერს, რაც ამისთვის საჭიროა, გააკეთებს კომპანია“, - ამბობენ სამინისტროში.