მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა

5f0587cad133a
BM.GE
08.07.20 12:44
812
მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ 117 000 სწრაფი ტესტი შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ანტიგენის 50 000 ტესტი კორეული კომპანია BIOSENSOR-ისგან არის, ხოლო ანტისხეულების 67 000 ტესტი კომპანია - Green lab/Biogene-სგან.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თინათინ ხარძიანი განმარტავს აღნიშნული ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოყენება და ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით, გადანაწილდება.

"Covid-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ შეძენილი იქნა კორეული წარმოების 50 000 ანტიგენ ტესტი, ხოლო "გრინლაბის" მიერ რეგისტრირებული 67 000 ანტისხეულის ტესტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს უსასყიდლოდ გადმოეცა კორეული კომპანია BIOSENSOR-ის მიერ 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის ტესტი, რისთვისაც მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - აღნიშნა თინათინ ხარძიანმა.