მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებით 1000 საწოლის მობილიზება გამოაცხადა

60816e02a64dd
ინგა მურუსიძე
22.04.21 20:29
405
ჯანდაცვის სამინისტრომ კიდევ 1000 საწოლის მობილიზება გამოაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ამჟამად მობილიზებულია 5500 საწოლი, მათი ნაწილი დაკავებულია, თუმცა ქვეყანაში საწოლების გადატვირთვა არ ფიქსირდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ძალიან კარგად მუშაობს ონლაინ-კლინიკა და კლინიკური სასტუმროები.

„ძალიან კარგი პრაქტიკა გვაქვს, რომელიც გადაიღო არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ. საქართველოს მხრიდან ტრენდული და ბრენდირებული ნიშით გავრცელდა მსოფლიოში, კლინიკური სასტუმროები. ამჟამად მობილიზებული გვაქვს ცხრა კლინიკური საავადმყოფო, რომელშიც მოქალაქეები მკურნალობენ“, - განაცხადა ტიკარაძემ.