საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი წარადგინა.
როგორც bm.ge-ის სამინისტროდან აცნობეს, 2019 წლის დეკემბერში შექმნილი სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზანს, დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, მათი განსახლება და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
„სააგენტოს შექმნა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა, რომლებიც საომარი მოქმედებებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ ამ მიმართულებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები ყოველწლიურად იზრდება.
სააგენტო განსახლების პარალელურად, დევნილთა და ეკომიგრანტთა დასაქმების საკითხებზეც იმუშავებს და არაერთ მიზნობრივ პროექტს განახორციელებს.
2020 წლიდან, სააგენტოს გუნდი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა თითოეულ დევნილ ოჯახს, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ხოლო თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახს, უსაფრთხო გარემო შეუქმნას”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის