ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს გერმანული კომპანია “Dräger”-ის მიერ წარმოებული 5 ცალი სუნთქვის აპარატი გადასცა.
როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ახალი სამედიცინო აპარატი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა გათვლილი.
მათივე ცნობით, სუნთქვის აპარატი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტორომ, ჯანდაცვის უწყებას ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა.
„დღევანდელ პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვისთვის კოვიდ კლინიკებში შესაფერისი პირობები შეიქმნას. გერმანიის მთავრობის დახმარებით მიღებული 5 სუნთქვის აპარატი, ინფექციური დაავადებების ცენტრს გადაეცა. ამ აპარატებით იმ პაციენტებს დავეხმარებით, რომლებსაც კრიტიკული მოვლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით ამ პირობებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სუნთქვის აპარატის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ