მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობას თავი ვერ გაართვა - ექსპერტი C ჰეპატიტის პროგრამაზე

5e19b3eda591c
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.20 16:35
1661
ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ BM.GE-სთან 560 მლნ ლარზე მეტი ღირებულების C ჰეპატიტის  ვაქცინებისთვის ვარგისიანობის ვადის ამოწურვისა და პროგრამულ გაუმართაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, "ეს დაპროგრამების ცუდი მენეჯმენტია". 

როგორც ექსპერტი ამბობს, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დაწყებიდან ხარვეზებით მიმდინარეობდა და მენეჯმენტის გაუმართაობა იყო მთავარი, რის გამოც პროგრამა ვადებში ვერ დასრულდა.

"ქართული მხარის, ჯანდაცვის სამინისტროს ერთადერთი მოვალეობა და პასუხისმგებლობა იყო პაციენტების მოძიება და პროგრამაში ჩართვა, სხვა დანარჩენი: წამლები, დაფინანსება - ეს მილიარდობით დოლარი მოდიოდა აშშ-დან და იყო აბსოლუტურად ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და კომპანია "გილიარდის" დონაცია, საჩუქარი საქართველოს.

ჩვენ გვყვავს 150 000 ინფიცირებული ქვეყანაში და იმისთვის, რომ ელიმინაცია მოხდეს ქვეყანაში, საჭიროა ამ რაოდენობიდან მინიმუმ 130 000 ჩაერთოს პროგრამაში და 126 000–მა გაიაროს მკურნალობა, ეს არის 5–წლიანი პროგრამა, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. დღემდე პროგრამაში 65 000 ადამიანი ჩაერთო და 58 000 ადამიანი განიკურნა, რაც კარგი მაჩვენებელია, მაგრამ პროგრამულად ნახევარზეც ვერ გავედით, რაც იყო დაგეგმილი, ანუ ელიმინაცია 2020 წლისთვის ვერ იქნა მიღწეული.

პაციენტები ვერ მოიძიეს, ვერ ჩართეს პროგრამაში. ამის ბრალია ის, რომ ამ წამლების დიდი ნაწილის – 2 300 დოზის ათვისება ვერ მოხდა და თითოეული დოზის ღირებულება და მკურნალობა 80-დან 10 000 დოლარამდეა. შესაბამისად, თუ გადავამრავლებთ ზუსტად ამ ციფრს მივიღებთ – 560 მლნ ლარს. ვერ მოხდა ამის დამენეჯმენტება და ვერ გაართვა ჯანდაცვის სამინისტრომ თავი პასუხისმგებლობას, ვერ მოხდა ამ პაციენტების ჩართვა პროგრამაში. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: ერთი - ცუდი მენეჯმენტი; მეორე - ფასი, რომელიც ედო ამ დიაგნოსტიკურ პროცედურებს თავიდანვე, ეს იყო 700 ლარი, რაც დიდი ბარიერი იყო გაჭირვებული ადამიანებისთვის. მაშინ ბატონ სერგეენკოს ვეუბნებოდით, მოეხსნა ეს ბარიერი, მაგრამ პასუხი ყოველთვის იყო, რომ ჩვენ ამათ მკურნალობას ვუტარებთ და რა მოხდა ახლა, ეს თანხა გადაიხადონო. ეს ბარიერი მოიხსნა 2019 წლის აგვისტოში. ბევრი ამის გამო არ ჩაერთო პროგრამაში, რაც სხვათა შორის, ჯანდაცვის სამინისტრომ და ყოფილმა მინისტრმაც აღიარა.

მეორე ფაქტორი იყო ცუდი საინფორმაციო კამპანია. ექიმებს, ოჯახის ექიმებს, პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ. ამ მნიშვნელობის პროგრამა რომ იწყება და საინფორმაციო კამპანია გაქვს გაუმართავი, ესეც მენეჯმენტის ბრალია", - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ ვაქცინებს, მისი ინფორმაციით, ეს საკითხი 2017-2018 წელს გამოვლინდა, თუმცა დასკვნა ახლა გამოქვეყნდა.

"თვითონ ეს წამლების ვადის გასვლა 2017-2018 წლებს ეხება, მაშინ გამოვლინდა ეს, რაზეც უშიშროების სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო და ამაზე თავის დროზე რეზონანსი იყო, უბრალოდ აუდიტმა ახლა გამოაქვეყნა შედეგები და იყო საუბარი იმაზე, რომ ამ წამლების გარკვეული ნაწილი, რომლებსაც საჩუქრად ვიღებთ, უკანონო ბრუნვაშია საზღვარგარეთ, რაც გამოძიების საკითხია. ყველაფერი ზემოთხსენებული, ეს არის მიზეზების ერთობლიობა, რამაც გამოიწვია ეს შედეგი. ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს და პირადად დავით სერგეენკოს ეკისრება", - განაცახადა სერგო ჩიხლაძემ.